ადმინისტრატორი

ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი ორბი ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
ორბი ჯგუფის სასტუმრო "Hotel Orbi Palace ", რომელიც მდებარეობს ბაკურიანში (დიდველი), აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
 
მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • სასტუმროში შემოსულ სატელეფონო ზარებზე და ელ. წერილებზე პასუხის გაცემა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
 
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • უცხო ენების ინგლისური და რუსული(საშუალო)დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office / Excel / Power Point)
  • კეთილგანყობილი, როგორც სტუმროს ასევე თანამშრომლების მიმართ
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
  • ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • საცხოვრებელი კეთილმოწყობილი ბინით და კვებით უზრუნველყოფას
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს
  • ზრდის და განვითარების ხელშეწყობას
 
სამუშაო განრიგი: 6/1
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით (3X4), მისამართზე: hr@orbihotels.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.