ორბი ჯგუფის სასტუმრო "Hotel Orbi Palace ", რომელიც მდებარეობს ბაკურიანში (დიდველი), აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- სასტუმროში შემოსულ სატელეფონო ზარებზე და ელ. წერილებზე პასუხის გაცემა;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უცხო ენების ინგლისური და რუსული(საშუალო)დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
- სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office / Excel / Power Point)
- კეთილგანყობილი, როგორც სტუმროს ასევე თანამშრომლების მიმართ
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
- ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი და ყურადღებიანი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- საცხოვრებელი კეთილმოწყობილი ბინით და კვებით უზრუნველყოფას
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს
- ზრდის და განვითარების ხელშეწყობას
სამუშაო განრიგი: 6/1
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით (3X4), მისამართზე:
hr@orbihotels.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.