პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას არასაკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე,
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.
არასაკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი:
სამუშაოს აღწერა:
- იურუდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების გახსნა და მონიტორინგი;
- კლიენტის სავალუტო გადარიცხვების შემოწმება და დაავტორება;
- კლიენტების დისტანციურად მიღებული დავალებების შესრულება და კონტროლი;
- საინკასო დავალებების და ყადაღების შესრულება და კონტროლი;
- არასტანდარტული ცნობების და წერილების მომზადება;
- საოპერაციო პროდუქტებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა (>B1) ;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ “პროკრედიტ ბანკის” ინტეგრირების პროგრამა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09/12/2024
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ www.procreditbank.ge). გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.