კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: 900 ლარიდან (NET)
ჩვენ გთავაზობთ:
- მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
- ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
- სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
- უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
- კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
- მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
- მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე -
HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. "ქოლცენტრის ოპერატორი "
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!