call center operator

Tbilisi Full-time Mister Master
Business travel: No Salary: 900
Education: Bachelor Languages: English, Russian
Administration: Call-center operator

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.
საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://mrmaster.gehttps://www.facebook.com/mrmaster.ge/
კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: 900 ლარიდან (NET)

ჩვენ გთავაზობთ:
  • მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
  • სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
  • უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
  • კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
  • მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. "ქოლცენტრის ოპერატორი "

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!