ლოჯისტიკის მენეჯერი
1xP PRIORITY ნოვა
თარიღები: 19 ნოე - 18 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვაvacancy@nova.ge აცხადებს ვაკანსიას „ლოჯისტიკის   მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობებში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • წლიური, ყოველთვიური და ყოველდღიური სამუშაო გეგმების შემუშავება;
  • სასაქონლო მარაგების ყოველდღიური კონტროლი და საწყობებს შორის ტვირთების მოძრაობის ორგანიზება / კონტროლი;
  • ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გზაში მოსალოდნელი შეფერხება, ან ტვირთების მოძრაობისას შესაძლო დაზიანება;
  • სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის დაგეგმვა;
  • საქონლის აღრიცხვა-მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
  • მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
  • სასაქონლო მარაგების, კომპანიის მიერ დაგეგმილ დროს, ინვენტარიზაცია და პროცესის ორგანიზება / კონტროლი;
  • დაქვემდებარებულთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (დადგენილი სტანდარტის შესაბამისად) სრულყოფის ორგანიზება;
  • სამუშაო პროცესის უწყვეტობა და მონიტორინგი;
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (უფლებამოსილების ფარგლებში);
  • ხელმძღვანელობისთვის საქმიანობის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშის წარდგენა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა / ფინანსები);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური;
  • გუნდურობა;
  • ლიდერობა.

დამატებითი ინფორმაცია: 
  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის   19 დეკემბერი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ლოჯისტიკის   მენეჯერი“. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.