შოურუმის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Midea
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ელექტრონიკა, ტექნიკა, ფილიალების ქსელი
"Midea"  გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. 
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. 
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „შოურუმის მენეჯერის “ პოზიციაზე ბათუმში. 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შოურუმის თანამშრომელთა მართვა, მათი სამუშაო პროცესის მართვა და გრაფიკების კონტროლი. 
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; კონსულტანტებისთვის კომპანიის სტანდარტების და  რეგულაციების გაცნობა; კონსულტანტების მიერ, სამუშაო პროცესში სწორი კონსულტირების მონიტორინგი და რეაგირება; 
  • შოურუმის ინტერიერში წესრიგის კონტროლი; 
  • შოურუმში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა; 
  • შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა/კოორდინირება; ინვენტარიზაციის შედეგების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;  
  • კლიენტებისთვის თანხის დაბრუნების პროცესში კლიენტის დახმარება განაცხადის შევსების პროცესში და შევსებული განცხადების ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;  
  • აქციების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება, კონსულტანტებისთვის მიწოდება;  
  • ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო ბარათების პროცენტული სარგებლის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს მყიდველს.  
  • განახორციელოს საცალო/საბითუმო/აგენტის ფასდათმობისგან განხვავებული (დაბალი) ფასით რეალიზაცია ფინანსურ დირექტორთან შეთანხმებით; 
  • საწყობთან კოორდინირებული მუშაობა. 
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; 
  • შესრულებული სამუშაოების დროს შექმნილი დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;  
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); 
  • რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია); 
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია). 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • თავაზიანობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
 
ანაზღაურება: 
  • ხელფასი  ფიქსირებული 1500 ლარი. 
  • ბონუსი  800-1000 ლარი. 
  • სამუშაო გრაფიკი: 
  • კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით. 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV  გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2024 წლის  30  დეკემბრამდე . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
 
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები: 
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით; 
გასაუბრება; 
 
შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
 
გისურვებთ წარმატებას!