ღვინის მაღაზია/ბარი „8000 მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარე პოზიციაზე, თბილისში ვინ ვართ ჩვენ - 8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია
- დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 2000-მდე რჩეული ღვინო.
- ჩვენს ბარში ღვინოსთან ერთად სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
- ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
- ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.
- ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.
რას მიიღებთ ჩვენგან - გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
- ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
- ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში
ძირითადი მოვალეობები - შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
- ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება
მოთხოვნები - პუნქტუალურობა
- ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარეობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო საათები: 09:00-დან- 17:00-მდე კვირაში 5 დღე / დასვენების დღეები 2 გამოცდილება აუცილებელი არ არის. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „მზარეულის დამხმარე.“