კომპანია „კენარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება
- პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
- ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
- მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას
- FitPass-ს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე)
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 900 ლარი (დარიცხული). გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (დარიცხული).
კომპანია ‘’კენარის’’ მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@kenari.ge
გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სივრცის კონსულტანტი“