ავტომომსახურების სპეციალისტი
1xP PRIORITY ვუვლი
თარიღები: 18 ნოე - 17 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gag.ge
კომპანია ვუვლი აცხადებს ვაკანსიას ავტომომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია „ვუვლი“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.linkedin.com/company/voovlyge/.


პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებლის შეკვეთის მიღება შიდა პროგრამაში და დროული რეაგირება;
  • მომხმარებელთან ადგილზე მისვლა, ავტომობილის დაზიანების დათვალიერება და საჭირო სერვისის დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პრობლემისა და საჭირო სერვისის შესახებ;
  • საბაზისო ტექნიკური სერვისების ადგილზე შესრულება (მაგალითად: საბურავის დაბერვა, ჩაკეტილი კარის გაღება და სხვა);
  • ავტომობილის შესაბამის სერვის ცენტრში გადაყვანა;
  • კომპანიის შიდა პროგრამაში მუშაობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფი);
  • ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომსახურების სფეროში მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტომომსახურების სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 დეკემბერი.