GASTRONOME -ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართავა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
- ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
- ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
- გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
- სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
- გამართული მეტყველება
ფილიალების ადგილმდებარეობა:
- აბაშიძის ქუჩა, ვაკე
- ჭავჭავაძის ქუჩა, ვაკე
- ამაღლების ქუჩა , სოლოლაკი
- ბელიაშვილის ქუჩა, დიღომი
- ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალო
- ნეკერჩხლის ქუჩა, ლისი
- რუსთაველის ქ. 23 , წყნეთი
საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება : 1 კვირა ( ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები : კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.