„ლოქსიტან ჯგუფი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ფრანგული ბრენდი “’Melvita”-ს მარკეტინგისა და ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოში.
სერტიფიცირებული, სილამაზის ნოვატორი ბრენდი მელვიტა, ყველაზე მოთხოვნადი და დიდი ორგანული ბრენდია საფრანგეთში. ის 400-ზე მეტი პროდუქტის ასორტიმენტითაა წარმოდგენილი და 1983 წელს არდეშში მდებარე ერთ ფერმაში ბიოლოგ, ბერნარ შევილიამის მიერ დააარსა. მელვიტა 2008 წელს ფრანგულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა ლოქსიტანმა შეიძინა. ის არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელსაც Ecocert-ის ნიშანი მიენიჭა სერტიფიცირებული ორგანული ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების წარმოებისათვის საფრანგეთში, 2002 წელს. კომპანია მუდმივად ეძებს ინოვაციებს და ქმნის მომაჯადოებელ, ეფექტურ ფორმულებს, რათა მოერგოს მომხმარებელთა მზარდ საჭიროებებს ორგანული პერსონალური თავის მოვლისა და სილამაზის სფეროში. მელვიტა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი ორგანული სილამაზის სფეროში, ფლობს რითეილისა და ელექტრონული ვაჭრობის ფართო ქსელს, რომელიც 15-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან ბაზარს ფარავს, როგორებიცაა: საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი და ჰონგ-კონგი.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება თავად გამოსცადონ გამორჩეული სილამაზის ბრენდი და გაიგონ, თუ რატომ უყვარს ის ამდენ მომხმარებელს მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნებში!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის გლობალური სამოქმედო, მარკეტინგული სტრატეგიის ადაპტირება, ბიუჯეტის შემუშავება და იმპლემეტაცია საქართველოს ბაზარზე;
- ბრენდის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება სოციალური ქსელის, მედიასთან კომუნიკაციისა და სხვადასსვხა PR პროექტების განხორცილეებით;
- მუდმივი კომუნიკაცია ბრენდის მომწოდებელთან, წინასწარი შეკვეთების განთავსება.
- ტრენინგებში, ბრენდის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა და მონაწილეობა;
- მჭიდრო კომუნიკაცია სილამაზის სფეროს ყველა ცნობილ ადამიანთან, სარეკლამო სააგენტოებთან სხვადასხვა პროექტებისა და ივენთების განხორციელების მიზნით;
- ზრუნვა გუნდის წევრების პროდუქციის ცოდნის ამაღლებასა და მოტივაციაზე, ტრენინგებისა და სხვადასხვა კონკურსების ჩატარება/ორგანიზება მათთვის.
- ყოველთვიური რეპორტინგი ბრენდის წარმომადგენლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება იმავე პოზიციაზე სილამაზის სფეროში / მარკეტინგის დეპარტამენტში მინიმუმ 3 წელი, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე, ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - სავალდებულია;
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ და მზარდ ანაზღაურებას; ბონუსურ სისტემას (კვარტლური / წლიური).
- სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალოს ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 – 18:00 სთ-თი, 2 დღე დასვენება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე:
vacancy@loccitane.ge ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Melvita”-ს მარკეტინგისა და ბრენდ მენეჯერის პოზიცია საქართველოში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს
გისურვებთ წარმატებას !