გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
2xP PRIORITY Glass Work
თარიღები: 19 ნოე - 17 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ქართული
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების აგენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@glasswork.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 574750011
 კომპანია "Glass Work"  წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.-ზეა განთავსებული. „Glass Work”-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

 

კომპანია  „Glass Work”  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: . თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.

ანაზღაურება: ფიქსირებული  (კვალიფიკაციის შესაბამისად)

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ სამუშაოს;


აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია იდენტურ ან მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • 1C პროგრამასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);


თანამდებობრივი ვალდებულებები:

  • წინასწარი ინვოისების და შეთავაზების ფორმების გამზადება;
  • მზა შეკვეთის გაწერა, საბუთის ატვირთვა;
  • შეკვეთების ჩაბარების ვადების კონტროლი;
  • ტრანსპორტირებების აღრიცხვა;
  • საჭიროებისამებრ ოფისში შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საცალო მომხმარებლებისათვის მინიმალური ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებელთა დებიტორული-კრედიტორული ბალანსის კონტროლი; 


პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს “Glass Work”-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „Glass Work”-ის ბაზაში 1 წლის ვადით.