საკაბელო ტრასების შემოვლის 3 თანრიგის ელექტრომონტიორი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 18 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სააქციო საზოგადოება „თელასი“აცხადებს ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის დაბალი ძაბვის ქსელის ექსპლუატაციის განყოფილების 0.4-6/10/35 საკაბელო ტრასების შემოვლის 3 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები
  • უმაღლესი სპეციალური ტექნიკური განათლება.
  • სასურველია ქონდეს მსგავსი პროფესიით მუშაობის გამოცდილება.
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები
  • 0,4-6-10-35კვ საკაბელო ტრასებისა და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზებზე დეფექტების გამოვლენა და მათი მდგომარეობის კონტროლი. 
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის დაუყონებლივი შეტყობინება საკაბელო ტრასების მექანიკური დაზიანების შემთხვევაში და სამართალდამცავი ორგანოების გამოძახება აქტის შედგენის მიზნით. 
  • გამოვლენილი დეფექტების შესაბამის ჟურნალში შეტანა. 
  • გარე ორგანიზაციების ან სს „თელასის“ ქვედანაყოფების მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულების შემოვლა-დათვალიერების განხორციელება. 
  • 0,4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების შემოვლა და დათვალიერების განხორციელება წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 
  • 0,4-6-10-35კვ. საკაბელო ტრასების და ელეტროგადაცემის საჰაერო ხაზების არაგეგმიური შემოვლა და დათვალიერების განხორციელება სტიქიური უბედურების შემთხვევაში. 
  • საკაბელო ტრასების ადგილმდებარეობის მითითება სს „თელასის“ კონტრაქტორებისათვის ან სხვა ორგანიზაციებისათვის გათხრითი სამუშაოების შესრულების დაწყებამდე. 
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაცვის მოთხოვნა სს „თელასის“კონტრაქტორებისა და სხვა ორგანიზაცებისაგან. 
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესების, ელეტროდანადგარების მოწყობის წესების დაუცველობის დროს ან შასაბამისი ნებართვის უქონლობის დროს სამუშაოთა შეჩერება

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2024  წლის  29 ნოემბრის ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.