ცივი და ცხელი კერძების მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.


კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას  ცივი და ცხელი კერძების მზარეულის  პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • ნედლეულის დამუშავება;
  • კერძების მომზადება კალკულაციების და ტექნოლოგიური  ბარათების გამოყენებით;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • კერძების იერსახის და გემოვნური თვისებების კონტროლი;


ძირითადი მოთხოვნები:

  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!


მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;  

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;  

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 

ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;  

მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; 

მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 

ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე; 

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -  

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; 

მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; 

მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; 

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; 

წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; 

მონაცემთა გადატანის უფლება; 

ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; 

თანხმობის გამოხმობის უფლება; 

გასაჩივრების უფლება’ 

შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."