ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
თარიღები: 18 ნოე - 17 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@agrohub.ge
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტში ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერების მონიტორინგი და ანალიზი;
  • გამოვლენილი დარღვევების/პრობლემების აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • კომპანიაში შემუშავებული წესებისა და პროცედურების შესრულების ვიდეო მონიტორინგი/ანალიზი/დასკვნის მომზადება;
  • დარღვევების რეესტრის წარმოება;
  • ვიდეოჩანაწერების დაარქივება;
  • საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (Ms Exsel, Outlook) ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;

სამუშაო პირობები:
გრაფიკი: სრულ განაკვეთზე, (კვირაში 5 სამუშაო დღე) 10:00 -19:00 სთ. (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი;

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ‘’ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!