აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტების პერიოდული შემოწმება;
- შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე აქტების მომზადება;
- ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და მათი გამოსწორების უზრუნველყოფის კონტროლი;
- კომპანიაში დამტკიცებული რეგულაციების პერიოდული შემოწმება, არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
- კომპანიის კუთვნილი ობიექტების მონიტორინგის მიზნით პერიოდული მივლინებების განხორციელება
ძირითადი მოთხოვნები:
- MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა.
- დაკვირვებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- არასტანდარტული გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
სასურველია:
- უმაღლესი განათლება.
- სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ‘’მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!