შესყიდვების მენეჯერი
თარიღები: 03 დეკ - 08 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ge.lactalis.com
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ  ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • შიდა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ტენდერის გრაფიკის განსაზღვრა, CAPEX შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;
  • შიდა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა შესასყიდი მოწყობილობების/დანადგარების დეტალური ტექნიკური მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრისთვის;
  • შიდა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სათადარიგო ნაწილების საჭირო სიის შედგენა, პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება და შესყიდვის სტრატეგიის შემუშავება;
  • პოტენციური მომწოდებლების/მომსახურების პროვაიდერების მოძიება, შეფასება და მოლაპარაკება: მათ შორის ფასის, ხარისხის, გადახდისა და მიწოდების პირობების შესახებ;
  • მოწყობილობების/სათადარიგო ნაწილების შესყიდვისა და მიწოდების კოორდინაცია პროექტის ვადების დასაკმაყოფილებლად;
  • მომწოდებლების სამუშაოს შესრულების მონიტორინგი, შეკვეთებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან შეუსაბამობის მოგვარება;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მართვა/წარმოება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ინჟინერიის ან სხვა მომიჯნავე სპეციალობაში)
  • 5-7 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით (სასურველია საწარმოო, საინჟინრო ან სამშენებლო ინდუსტრიებში) 
  • MS Office-ის პროფესიულ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური - თავისუფლად, რუსული – საშუალო;
  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური უნარები.დეტალებზე ორიენტირება, მრავალმხრივ ამოცანებთან გამკლავებისა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - შესყიდვების მენეჯერი. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 დეკემბერი
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.