სოლოლაკში, ლერმონტოვის 5 ნომერში მდებარე Grafika აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ვალდებულია დაიცვას სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის ყველა სტანდარტული ნორმა
- ზუსტად და ყურადღებით გამოიყენოს ყველა ქიმიური საშუალება, წმენდისთვის და რეცხვისთვის სამუშაო არეალში
- გადაამოწმოს ქიმიური ხსნარების დონე და აღრიცხოს
- პასუხისმგებელი იყოს სამუშაო გარემოს სისუფთავესა და წესრიგზე
- მუდმივად იზრუნოს სისუფთავეზე: მოწმინდოს, გააპრიალოს, გაამშრალოს იატაკები; დაცალოს, შეცვალოს პაკეტები სანაგვე ყუთებში
- გაასუფთაოს და სანიტარიზაცია ჩაუტაროს სხვადასხვა ტიპის ჭურჭელს და აღჭურვილობას, რაც გამოიყენება სამზარეულოში
- მუდმივად ასუფთაოს დიდი აღჭურვილობები, როგორიცაა: გაზქურა, მაცივარი და ა.შ.
- უკვე გარეცხილი, გასტერილებული და სუფთა ჭურჭელი დაალაგოს შესაბამისად
- რაიმე დაზიანების ან პრობლემის შესახებ, სასწრაფოდ აცნობოს ხელმძღვანელს
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- სისუფთავის დაცვა
- დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი
- დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი
- ფიზიკური შრომის უნარი
პირობები:
- 9 საათიანი გრაფიკი
- 5 სამუშაო დღის შემდეგ 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება 1000 ლარი
- ობიექტი უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: info@grafikatbilisi.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:+995 593376987