ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ. სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: - შიდა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ან/და მომსახურების მოძიება და შესყიდვა;
- დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა მათი შესყიდვის საჭიროებებისა და პრეფერენციების გასაგებად;
- ბაზრის კვლევის ჩატარება პოტენციური მომწოდებლებისა და მომსახურების პროვაიდერების გამოსავლენად;
- მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ მომწოდებლებთან ფასებსა და მოწოდების პირობებზე;
- კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად კონტრაქტებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- მომწოდებლების სამუშაოს შესრულების მონიტორინგი, შეკვეთებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან შეუსაბამობის მოგვარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
- 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
- MS Office-ის პროფესიულ დონეზე ფლობა;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური - თავისუფლად, რუსული – საშუალო;
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური უნარები.
- დეტალებზე ორიენტირება, მრავალმხრივ ამოცანებთან გამკლავებისა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 დეკემბერი გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.