მეამა აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქარხნის ტერიტორიაზე წესრიგისა და ქარხნის კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა
- სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- ქარხნის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი
- ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება
მოთხოვნები:
- დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
უნარები
- პუნქტუალური
- ორგანიზებული
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- კონფლიქტურ სიტუაცების დარეგულირების და მართვის უნარი
მეამა გთავაზობთ:
- გემრიელ და არომატულ ყავას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი
დედლაინი: 18 დეკემბერი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „მეამა“-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!