შპს "გოლდ პაკი" დაარსდა 2010 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა საკვებისა და ინდუსტრიული შესაფუთი მასალის, ასევე ჰიგიენური საშუალებების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და თავის მომხმარებელს სთავაზობს 700-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
Gold Pack აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება/გაცემა;
- პროდუქციის დაპალეტება
- შეკვეთების აგროვება;
- საწყობის დალაგება.
- საწყობში არსებული პროდუქციის დეფექტების დროული აღმოჩენა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
- საწყობში შემოსული ტვირთების დროული აღწერის, აღრიცხვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
- გასული ტვირთების დროული აღრიცხვა, აღწერა და უსაფრთოხების სტანდარტის შესაბამისად ტრანსპორტის დატვირთვა;
აუცილებელი მოთხოვნები:
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- განაკვეთი - სრული, ანაზღაურება - 1400 ლარი
- განაკვეთი - ნახევარი, ანაზღაურება - 700 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: goldpack.info@gmail.com გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის თანამშრომელი.
საკონტაქტო ნომერი: +995 557 595099