ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ მოლარე - კონსულტანტს და მისი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებლის დახვედრა და არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
- სტენდზე არსებულ პროდუქციაზე და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი და უნაღდო ფულის კონტროლი;
- გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
- სტენდზე პროდუქციის თაროებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- გაყიდვების ყოველდღიური რეპორტის მომზადება უშუალო უფროსისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (მცოცავი გრაფიკი);
- ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები);
- საბონუსე სქემა გააქტიურდება, მუშაობის დაწყებისთანავე;
- სამუშაო ადგილი: სითი მოლი, საბურთალოზე.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.