მოლარე - კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა ხელფასი: 700
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.

ჩვენ ვეძებთ მოლარე - კონსულტანტს და მისი ფუნქციები იქნება:
  • მომხმარებლის დახვედრა და არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • სტენდზე არსებულ პროდუქციაზე და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი და უნაღდო ფულის კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
  • სტენდზე პროდუქციის თაროებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • გაყიდვების ყოველდღიური რეპორტის მომზადება უშუალო უფროსისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (მცოცავი გრაფიკი);
  • ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები);
  • საბონუსე სქემა გააქტიურდება, მუშაობის დაწყებისთანავე;
  • სამუშაო ადგილი: სითი მოლი, საბურთალოზე.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე