შპს „მეტრო სერვის +“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სატრანსპორტო სამგზავრო ბარათებით უზრუნველყოფა და მომსახურება თბილისის მეტროში არსებულ „მეტრო სერვის +“-ის სალაროებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლიანობა;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირის განმავლობაში. 5 დღე - 08:00-14:00; ან 14:00-20:00; მე-6 დღე 08:00-20:00.
ანაზღაურება: 918 ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@msplus.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!