ექთანი-ფლებოტომისტი
თარიღები: 16 ნოე - 15 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
სამედიცინო:  ლაბორატორია/პათოლოგია მედდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@cito.ge
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში. 
ჩვენი  ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“  აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ფლებოტომისტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე.
სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი, ორშაბათი- შაბათი, კვირაში 6 დღე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის მიღება;
  • საექთნო მანიპულაციების შესრულება / ფლებოტომია.
  • ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოსაკვლევი მასალის აღება;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება / ექთნის დიპლომი;
  • ექთან-ფლებოტომისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • ტექნიკურად გამართული ვენაპუნქციის შესრულება;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.