დისტრიბუციის მძღოლი

რუსთავი, თბილისი სრული განაკვეთი Caucaspack
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B, C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
Caucaspack ახადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მძღოლის პოზიციაზე

დისტრიბუციის მძღოლს ვეძებთ 2 ლოკაციაზე:
ლოკაცია: ქ. რუსთავი, დავით გარეჯის N30
ლოკაცია: ქ. თბილისი, კედიას N5
განყოფილება: ლოგისტიკა.
ანგარიშვალდებული პოზიცია: ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 08:00 სთ-დან 17:00 სთ-ის ჩათვლით.
გამოსაცდელი პერიოდი: არაუმეტეს 6 თვისა.
ანაზღაურება: 1 300 ლარი (net).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება - აუცილებელია.
  • „B“ და C კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია.
  • დისტრიბუციაში ან მონათესავე სფეროში მძღოლად მუშაობის გამოცდილება არანაკლება 1 წლისა  - მნიშვნელოვანია.
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური კუთხით ცოდნა - სასურველია.
  • აპლიკაცია google map-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა - სასურველია.
  • თბილისის და თბილისის შემოგარენის საგზაო მიმართულებების და ლოკაციების ცოდნა - სასურველია.
  • უმაღლესი განათლება - არ არის აუცილებელი.
  • ქართული ენის ცოდნა - აუცილებელია.

სამუშაო აღწერილობა:
  • ტვირთის დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება.
  • სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერი და ფრთხილი ექსპლუატაცია, როგორც ვიზიაულური, ასევე ტექნიკური ასპექტით.
  • სატრანსპორტო საშუალების გამართული და სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის გეგმიური სერვისების უზრუნველყოფა.
  • სატრანსპორტო საშუალების სანიტარულ-ჰოგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა.
  • სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად აქტიური და ოპერატიული კომუნიკაცია უშაულო ხელმძღვანელთან.
  • საწყობიდან სატრანსპორტო საშუალებაზე პროდუქციის დატვირთვის პროცესის მონიტორინგი - დოკუმენტაციაში გაწერილი დასატვირთი პროდუქციის პოზიციების და რაოდენობების სისწორეში დარწმუნების მიზნით.
  • მომხმარებლისთვის მისაწოდებელი პროდუქციის უსაფრთხოდ და დაზიანების გარეშემიწოდების უზრუნველყოფა.
  • მომხმარებლისთვის მისაწოდებელი პროდუქციის სწორად გადატვირთვა, როგორც პოზიციების, ასევე რაოდენობების ჭრილში.
  • მომხმარებლისთვის მისაწოდებელი პროდუქციის ჩაბარება, შესაბამის დოკუმენტზე მომხმარებლის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან ხელმოწერის საფუძველზე.
  • მიწოდების პროცესის ეფექტურად აღსრულების მიზნით ოპერატიული, საჭირო და სწორი კომუნიკაცია ყველა დაინტერსებულ მხარესთან.
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ბიზნეს ოპერაციებიებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური.
  • ენერგიული. 
  • პასუხისმგებლიანი.
  • პუნქტუალური.
  • კეთილსინდისიერი.
  • ორგანიზებული.
  • კომუნიკაბელური.
  • შრომისმოყვარე.
  • დაკვირვებული.
  • ფრთხილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებასგაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაგზავნე CV