ტერაბანკის თბილისის ფილიალში უფროს მოლარეს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული
- მოგწონს გუნდური მუშაობა
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
- ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება
- მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება
- უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე
- საბანკო-საფინანსო სფეროში მოლარის ან მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისის რომელიმე ფილიალი
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უფროსი მოლარე რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.