სადისტრიბუციო კომპანია ,,ტრეიდ პარტნერი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერის) პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: 950 ლარი ფიქსირებული + 1200 ლარი საბონუსე სისტემა
ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
- პროდუქციის სწორი პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება
- სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი
- ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- ქსელში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი
- ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
- კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
- ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქიმიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირეტესობად
- მერჩენდაიზერად ან პრომოდ მუშაობის გამოცდილება ასევე ჩაითვლება უპირატესობად
- აუცილებელი მოთხოვნა:
- მართვის მოწმობა-B კატეგორია
- უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს
პროფესიული უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- მაღალი პასუხიმგებლობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი
- დროის მართვის უნარი
- დავალებების სწორად გადანაწილების უნარი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე career@tradepartner.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი - პრისეილერი) წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია ,,ტრეიდ პარტნერმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.