ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი მექან გრუპი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ბუღალტერი (წარმოება)

კომპანია “მექან გრუპ” დაარსდა 2013 წელს. ორაგანიზაცია საქმიანობს სამშენებლო სექტორში და აშენებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური დანიშნულების ობიექტებს. კომპანიას ესაჭიროება ახალი თანამშრომელი ბუღალტერის პოზიციაზე. 


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,საბურთალო, მ. ალექსიძის ქუჩა 1

განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად


ბუღალტერის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
  • ყოველდღიური გაყიდვებისა და შესყიდვების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
  • საგადასახადო პორტალზე მუშაობა;
  • დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი/პროგრამაში ასახვა;
  • ხელფასების გაანგარიშება და დარიცხვა; საპენსიო შენატანების გაანგარიშება და დარიცხვა;
  • ყოველთვიური  საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი
  • სამშენებლო კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება(სასურველია);
  • საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
  • რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (ORIS);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);


პიროვნულიკომპეტენციები/უნარები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი
  • პუნქტუალურობა


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: mekangeo@gmail.com  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ბუღალტერი.


დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

შპს ,,მექან’’მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!