სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება.
- ტექნიკურ და საწარმოო სფეროებში გამოცდილების მქონე სპეციალისტი: ხარისხის კონტროლი, ლაბორატორიული კვლევები, ტექნოლოგიური პროცესები ან აღჭურვილობასთან მუშაობა.
- საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
- სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
- წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
- ქართული და სასურველია რუსული ენების ფლობა.
- კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
- კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
- წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
- პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
- სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- წარმოების ხარისხის კონტროლის ჩატარება.
- ხარისხის სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
- პროდუქციის გადარჩევა.
- საამქროში სანიტარული ნორმების კონტროლი.
სამუშაო პირობები:
ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. ძირითადი გრაფიკი: 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემთხვევაში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება; ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემდეგ 8 საათიან გრაფიკზე გადასვილისას - 1 დღე დასვენება).
ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 800₾ ხელზე. შემცვლელის პოზიციაზე ცვლებში 1075₾ ხელზე ან 5,89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).
სოციალური პაკეტი მოიცავს:
სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com