აგრო-კონსულტანი

საგარეჯო სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს  ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია „ბარაქა“ ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს აგრო-კონსულტანის პოზიციაზე საგარეჯოში.

აგრო-კონსულტანტის მოვალეობები:
  • პროდუქციის შესახებ კვალიფიციური კონსულტირება;
  • აგრონომიული კონსულტაციის გაწევა მაღაზიის მომხმარებლისათვის;
  • არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი და მომსახურება;
  • პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
  • პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
  • მომხმარებლების მოთხოვნების განსაზღვრა და ხელძღვანელობისადმი ინფორმაციის მიწოდება;

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

“აგრო-კონსულტანტი“-ს პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა  თანამშრომელთა გუნდს.
ანაზღაურება: 1000  ლარი (NET)
სამუშაო ადგილი:   ქ.საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge . "Subject"-ში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „აგრო-კონსულტანტი” საგარეჯო.
გისურვებთ წარმატებებს!