სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის თანამდებობაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- კომპანიის ფინანსური ანგარიშების მომზადება;
- ყოველწლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- შიდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
- სააღრიცხვო პერიოდის დროულად და სწორად დახურვის უზრუნველყოფა;
- კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია (ACCA) F1, F2, F3, F7 -ის ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური ანგარიშგების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/