შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქცია - მოვალეობები:
- გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
- მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
- გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავდაჯერებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ნოემბერი , 2024 წელი.