მარაგების მართვის მენეჯერი
თარიღები: 15 ნოე - 29 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება;
  • არსებული ასორტიმენტის ანალიზი და ABC -XYZ კატეგორიზაცია;
  • MRP სისტემის მართვა - განვითარება;
  • შეკვეთების ეფექტურად კეთება;
  • პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
  • კრიტიკული ვადების მქონე პროდუქციის ეფექტური გადანაწილება;
  • პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის კონტროლი;
  • აფთიაქის საწყობში პროდუქციის მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა (SKU);
  • აფთიაქების მომარაგების გრაფიკების ოპტიმიზაცია;
  • დეფიციტის (მოსალოდნელი დეფიციტის) შემთხვევაში ცენტრალური საწყობიდან/სხვა აფთიაქებიდან პროდუქციის გადანაწილება შესაბამის აფთიაქებში;
  • არგაყიდვადი პროდუქციის მონიტორინგი და მისი ქსელიდან ამოღების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • Excel-ის მაღალ დონზე ცოდნა
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ტექნიკური უნარები და აზროვნება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge   და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ნოემბერი, 2024 წელი.