კომპანია ახცადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
კოპმანიის ძირითადი საქმიანობა: სასაწყობე და საწარმოო ფართების იჯარით გაცემა.
ლოკაცია: თბილისი, თ.ერისთავის ქ. #1 (მეტროსადგურ „დიდუბე“-ს ზედა მხარე)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00 სთ.
შაბათი: 9:00 - 14:00 სთ.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას 1500 ლარს
- ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობას თქვენი კომპეტენციის მიხედვით
- მეგობრულ გარემოს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მუშაობა პოტენციური მოიჯარეების მოზიდვის მიზნით (შესაბამისი განცხადებების განთავსება); პოტენციური კლიენტების ზარებზე პასუხი და მათთვის გასაქირავებელი ფართების ჩვენება
- ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა და კომუნიკაცია მოიჯარეებთან ნებისმიერ საჭირო საკითხთან დაკავშირებით
- კომპანიის წარმომადგენლობა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას
- სხვადასხვა თემატიკის წერილებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების შედგენა და კომპანიის იურისტისთვის მათი წარდგენა
- კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა
- კომპანიის ხელმძღვანელობის სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზე
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
- სასურველია მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ენერგიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
- დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: egurieli6@gmail.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!