დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლიბერთი ბანკი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

აღწერა
ლიბერთი  გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სექტორში  და განვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით!
გადადგი კარიერული ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად, გაიარე ტრენინგები, ისწავლე და დასაქმდი ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას, სადაც შეგიძლია დასაქმდე გამოცდილების გარეშე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, ჭავჭავაძის 74

რას აკეთებს ჩვენთან დისტანციური გაყიდვების მენეჯერი?
  • ანხორციელებს მომხმარებლებთან სატელეფონო ზარებს;
  • გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით, იზიდავს ახალ კლიენტებს;
  • ახდენს ბანკის არსებული კლიენტებისთვის დამატებით საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების შეთავაზებას;
  • ასრულებს დაწესებული გეგმებს;
  • უწევს სატელეფონო კონსულტაციას მომხმარებელს ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. 

ელოდებით, თუ:
  • სიამოვნებას განიჭებს ადამიანებზე ზრუნვა;
  • გსურს განვითარდე ფინანსურ სექტორში;
  • ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარი

შესარჩევი ეტაპები ტარდება ONLINE/ადგილზე:
  • გაცნობითი შეხვედრა;
  • მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული  სწავლება .

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ, კომფორტულ და მეგობრებულ საუშაო გარემოს;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების ანაზღაურებად ტრენინგებს;
  • სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას +  ყოველთვიურ გამომუშეავებულ ბონუსს. 

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Recruitment@lb.ge  2024 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.