ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით
თარიღები: 02 დეკ - 13 დეკ
მდებარეობა: თბილისი ამბროლაური ბაღდათი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
საბანკო:  სტაჟიორი (საბანკო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@lb.ge
ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებადი სტაჟირება საკრედიტო მიმართულებით

აღწერა
თუ გსურს კარიერა საბანკო მიმართულებით განავითარო და მზად ხარ  საჭირო ცოდნა და უნარები გამოიმუშავო - ლიბერთი  განსაკუთრებულ შანსს გაძლევს!

ჩაერთე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში საკრედიტო მიმართულებით  და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, გახდი ჩვენი დიდი ოჯახის წევრი.

შენ გეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომელიც:
  • აღმოგაჩენინებს და  განავითარებს შენში არსებულ შესაძლებლობებს.
  • უზრუნველჰყოფს პროფესიულ განვითარებას შესაბამისი ტრენინგების დახმარებით;
  • შეგასწავლის საკრედიტო მიმართულების საქმეს;
  • დაგეხმარება ორგანიზაციული კულტურისა და სამუშაო გარემოსადმი სწრაფ ადაპტაციაში;
  • ბენეფიტები - რომლის მიღებაში დაგეხმარებით:
  • ცოდნის მიღება, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული;
  • დასაქმების შესაძლებლობა;
  • კარიერა საფინანსო სექტორში, სხვადასხვა სასურველი მიმართულებით.
  • ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან
  • განვითარება
  • გაჩვენებ შენს კარიერულ ბილიკს  

რაც მთავარია
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა  მოტივირებულ პირს.
 
ადგილმდებარეობა:
თბილისი
იმერეთი - ამბროლაური, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ქუთაისი, სამტრედია, საჩხერე,ცაგერი, ხარაგაული, ხონი, ტყიბული, წყალტუბო, ცაგერი.
კახეთი -  ახმეტა, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, წნორი, დედოფლისწყარო.
ქვემო ქართლი - გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი, მარნეული.
შიდა ქართლი-სამცხე ჯავახეთის რეგიონი - გორი, დუშეთი, ადიგენი, კასპი, ქარელი,  მცხეთა, თიანეთი, ხაშური, ნინოწმინდა, ახალციხე.
აჭარა - ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო , შუახევი, ხელვაჩაური.
სამეგრელო-გურია - სენაკი, ჩოხატაური, ოზურგეთი, აბაშა, წალენჯიხა, ხობი.

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   jobs@lb.ge
 2024  წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.