კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- გათბობა-გაგრილების მიმართულებით საინჟინრო პროექტების გაყიდვის პროცესებში მონაწილეობა;
- გათბობა-გაგრილების საინჟინრო პროექტების დამუშავება, სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- დაინტერესებული პირებისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის სამშენებლო მასალების და ტექნიკის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათივე პროექტის დამუშავება და სხვადასხვა ალტერნატივების შეთავაზებაში მონაწილეობა;
- შესაბამისი ნახაზების მომზადება პროექტისთვის;
- მომზადებული ნახაზების მიხედვით სისტემების მონტაჟისა და სწორი ექსპლუატაციის მონიტორინგი;
- გაყიდვების თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი მოზიდული პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშება, სხვადასხვა ალტერნატიული წინადადებების მომზადება და გაცნობა;
- დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად;
- ყოველდღიური ანგარიშის/რეპორტინგის მომზადება მიმდინარე პროექტების მოზიდვის, მიმდინარე სამუშაო პროცესისა და ფინანსური საკითხების შესახებ;
ძირითადი მოთხოვნები:
- აკადემიური ხარისხი საინჟინრო მიმართულებით;
- ინჟინრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსულისა და ინგლისურის ცოდნა;
- საინჟინრო პროგრამების ცოდნა - Autocad, Archicad;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის N32.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!