კატეგორიის მენეჯერი
თარიღები: 20 ნოე - 13 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კატეგორიის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@oneprice.ge
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/ 

OnePrice აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
  • კატეგორიის გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება;
  • ასორტიმენტის ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა;
  • კატეგორიის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა;
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
  • ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა;
  • გაყიდვების სტიმულირების კუთხით აქციების აქტივობების დაგეგმვა;
  • გეგმების ეფექტური შესრულებისა და მაღაზიებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება აქციებისა და კომერციული პირობების შესახებ;
  • რეპორტინგის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურთათო დარგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გუნდურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
„OnePrice“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!