უსაფრთხოების ოპერატორი
2xP PRIORITY ვეზირი
თარიღები: 15 ნოე - 05 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@veziri.net
შპს ვეზირი იწყებს კანდიდატების შერჩევას უსაფრთხოების ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 7 (შვიდი) - 6 (ექვსი) ძირითადი + 1 (ერთი) რეზერვი ოპერატორი
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 25/12/2024

დასაქმების პირობები:
  • სამუშაო ადგილი: დამკვეთის (TBC) ობიექტი, თბილისი, ლილოს დასახლება
  • სამუშაო საათები: 3 ცვლიანი რეჟიმი, რაც გულისხმობს დილის 09:00 სთ-დან მეორე დილის 09:00 სთ-მდე 24 საათიან მორიგეობას, ყოველ მე-3 დღეს, ცვლაში 2 თანამშრომელი;
  • რეზერვი ოპერატორი მუშაობს ძირითადი ოპერატორის შვებულების, ავადმყოფობის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოების გამო სამსახურის გაცდენის შემთხევევაში, წინასწარი გამოძახების საფუძველზე;
  • ანაზღაურება: ხელზე მისაღები 1200 ლარი; (რეზერვი ოპერატორის შემთხვევაში ანზაღაურება იქნება ფიქსირებულს +საათობრივი, გამოძახებების მიხედვით)
  • დაზღვევა: დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით. 

ძირითადი მოვალეობები:
  • მორიგეობის პერიოდში 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების მეთვალყურეობა მონიტორების მეშვეობით და წინასწარ გაწერილი ინსტრუქტაჟის შესაბამისად დროული და ადეკვატური რეაგირება; ანგარიშგება ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, ცვლის გადაბარების პროცედურების რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია: ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები; Windows 10-11 ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სწრაფი რეაგირებისა და გაწერილი ინსტრუქტაჟის ფარგლებში მოქმედების უნარი;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  • სასურველია: ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 დეკემბერი.
დასაქმებულის უფლებები:შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.