ბელბოი
თარიღები: 02 დეკ - 13 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შვეიცარი (ბელბოი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@kmm.ge
სასტუმრო KMM ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 66 სუფთა და მყუდრო ოთახი, ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს https://kmm.ge/en/home

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრის და მათი გაცილების უზრუნველყოფა;
  • სტუმრების ბარგის ოთახებში მიტანის უზრუნველყოფა;
  • მოემსახუროს სტუმარს ლობიში ან სხვა ადგილას საჭიროების მიხედვით
  • სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
  • ფოიესა და ბარგის ოთახში სისუფთავის დაცვა;
  • ბარგის ურიკის მოვლისა და დასუფთავების უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:
  • გამართულად საუბარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ განვითარებას
  • სტაბილურ სამსახურს
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის და ღამის ცვლები: 2 დღე, 2 ღამე, 4 დღე დასვენება
ანაზღაურებ: 800 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 8 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.