ბუღალტერი ფრონტისთვის
თარიღები: 15 ნოე - 13 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mariam.b@pbservices.ge
საკონსულტაციო კომპანია PB services აცხადებს ბუღალტრის   ვაკანსიას. კლიენტებთან ურთიერთობისთვის (ფრონტისთვის)
კომპანია წლებია თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბუღალტრულ მხარდაჭერას და ბიზნეს გადაწყვეტილებებს. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, და საბუღალტრო, სერვისებს.  
 
ბუღალტერი  
კლიენტებთან ურთიერთობისთვის (ფრონტისთვის)  
 
ძირითადი ფუნქციები: 
  • ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან. როგორც სატელეფონო და ასევე წერილობითი.  
  • საჭირო ინფორმაციის მიღება კლიენტებისგან დროულად.   
  • ორგანიზაციის ბუღალტრული ინფორმაციის მიწოდება გუნდის წევრისთვის. 
  • ინფორმაციის ანალიზი და რეპორტების გაკეთება (ყოველთვიური რეპორტების გაგზავნა კლიენტებთან, საგადასახადო დავალიანების  შესახებ ანგარიშების გაკეთება).  
  • ყოველკვარტალური ანგარიშის გაგზავნა ორგანიზაციის ბუღალტრული მდგომარეობის შესახებ    (შედარება და დადასტურება კლიენტებთან ავანსების, დებიტორ/კრედიტორების, რისკიანი ტრანზაქციების შესახებ) 
  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის მიმართულებით. 
  • სამუშაო გამოცდილება 3 წელი 
  • უცხო ენის, რუსული ან/და ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია (საკომუნიკაციო, წერილობითი) 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა, ბალანსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 
პიროვნული თვისებები:  
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
 
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქსირებული ხელფასის გარდა გთავაზობთ კონკურენტულ საბონუსე სისტემას.  
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: CV-ების გადარჩევა, წერითი დავალების შესრულება და გასაუბრება 
 
დაინტერესებულმა პირებმა CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: mariam.b@pbservices.ge  წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.