შესაბამისობის სამსახურის უფროსი კომპლაენს ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს  ვაკანსიას  შესაბამისობის სამსახურის უფროსი კომპლაენს ოფიცრის თანამდებობაზე

ძირითადი  მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიულს);
  • მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება იურიდიულ, ეკონომიკურ, ფინანსურ ან აუდიტორულ სფეროებში;
  • ანალიტიკური უნარები;
  • სამსახურის უფროსის დავალების სწორად გააგზრების და დედლაინში მისი შესრულების უნარი;  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

გუნდური მუშაობის უნარი.
  • ენები: რუსული-კარგად; ინგლისური -საშუალოდ;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა-  MS Office;

თანამდებობრივი მოვალეობები
  • შესაბამისობის სამსახურის უფროსის მიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობა (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 16.07.2020წ. №39);       
  • შესაბამისობის პროგრამის დანერგვის მონიტორინგში მონაწილეობა; 
  • გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება შესაბამისობის სამსახურის უფროსის დავალებების შესრულების ჭრილში.
  • შესაბამისობის პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევების მონიტორინგი და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის წარდგენა. 
  • სს „თელასსა“ და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა ნაწილს შორის ნებისმიერი კომერციული ან/და ფინანსური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მოძიება სამსახურის უფროსის დავალებით. 
  • სს „თელასის“ ლნა/შნდ ( ლოკალურ-ნორმატიული აქტების/შიდა ნორმატიული დოკუმენტების)შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციების გაწევა. 
  • შესაბამისობის პროგრამის დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევების შესწავლა სამსახურის უფროსის დავალებით და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. 
  • შესაბამისობის-კონტროლის სისტემის, როგორც საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის აღქმის ფორმირებაში მონაწილეობა, სასწავლო ღონისძიებების ჩატარების გზით. 
  • შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში პროექტებში, შემოწმებებში და მოკვლევებში მონაწილეობა, რომლებიც დაკავშირებულია რეკომენდაციების რეალიზაციასთან და კორპორაციული სტანდარტების დაცვასთან. 
  • სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება შესაბამისობის სამსახურზე დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია 
ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2024  წლის 27 ნოემბრის  ჩათვლით.  
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.