ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი

პოზიციის დასახელება:  ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • სასწავლო ცენტრის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მენეჯმენტი;
  • შემუშავებული პოლიტიკების და პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული პერსონალის  მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი, მათ შორის ტრენინგების  და საერთო სივრცეების განრიგის მართვა;
  • რეგისტრაციის პროცესების კოორდინირება და სტუდენტური ჩანაწერების დაცვა;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ წამოყენებული საკითხების მიწოდება ხელმძღვანელობისათვის;
  • კოლეჯის შენობის და მისი ინფრასტრუქტურის მოვლა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
  • პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სტუდენტებისა და პერსონალისთვის;
  • შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შეხვედრების მასალების მომზადება და დამუშავება;
  • თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროებების განსაზღვრა, ცალკეულ საკითხებში დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სასწავლო ცენტრის დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
  • კომპანიის საკანცელარიო/ადმინისტრაციული პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის ადმინისტრირება (წერილების მომზადება, შემოსულ წერილებზე და მეილებზე დროული რეაგირება);
  • სატელეფონო ზარების მიღება/გადამისამართება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, განათლების ადმინისტრირება ან მსგავსი სფერო).
  • ადმინისტრაციული მართვის გამოცდილება, სასურველია საგანმანათლებლო სექტორში.
  • ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები.
  • ოფისის პროგრამების (მაგ. Microsoft Office) და მართვის სისტემების ცოდნა.
  • პროფესიული განათლების სისტემებისა და რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული 
  • ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.

უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • შედეგზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსტრაქშენმა’’ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!