ადმინისტრატორი
თარიღები: 14 ნოე - 13 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@fulcrumholding.com
ომნია ჯორჯია ცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • დაწესებულების ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი, დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
  • ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
  • ორგანიზაციის საშტატო განაწესის შესახებ დებულების განხორციელების კონტროლი და თანამშრომელთა მიერ მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე, ჰიგიენური საშუალებების შეძენა, მარაგების საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოება;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
  • ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტების დახარისხება/დაარქივება;
  • კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ადგილობრივი შესყიდვების დროულად განხორციელება;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.

აუცილებელი მოთხოვნა:
  • კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
  • საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.

აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@fulcrumholding.com. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.