საქმეთა მწარმოებელი
თარიღები: 13 ნოე - 23 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  უბნის ზედამხედველი/პრარაბი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gtcgroup.ge
შპს “ ჯითისი ქონსთრაქშენ’’ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საქმეთა მწარმოებელი
ჯითისი ქონსთრაქშენი  სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.   
პოზიცია : საქმეთა მწარმოებელი 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროექტის მენეჯერთან ერთად მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • შესასრულებელი სამშენებლო  სამუშაობისთვის ადამიანური რესურსის რაოდენობის განსაზღვრა 
  • მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების  ფორმა № 2-ფორმა № 29-ის  შედგენაში მონაწილეობის მიღება
  •  შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შესასრულებლად მითითების მიცემა
  • ხარვეზის ან უზუსტობის დადგენის შემთხვევაში პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება
  • სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მეთვალყურეობა და გადამოწმება;
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება, გადაჭრა ზემდგომ პირების ჩართულობით 
  • პროექტების რისკების  დროული დაფიქსირება და მართვა 
  • საპროექტო დოკუმენტაციიდან მიმდინარე სამუშაობისათვის  მოცულობების ამოკრება
  •  შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა პროექტის მენეჯერთან ერთად (ყოველდღიური გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
  •  ობიექტისთვის საჭირო სხვადასხვა სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მოთხოვნის მართებულობა და მოცულობების გადამოწმება
  • გეომეტრიული ზომების შემოწმება, გეოდეზიური ჯგუფის დროული ჩართულობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სამშენებლო ტექნიკის წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა 
  • ობიექტზე არსებული დღიური მუშების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი საქმიანობის კონტროლი
  • შესასრულებელი სამუშაობისათვის ყალიბის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა პროექტის მენეჯერთან ერთად
  • მიწოდებული ყალიბის აღრიცხვა და კონტროლი, ყალიბის გადამოწმება 
  • ხარისხის მენეჯერის მიერ მითითებული ხარვეზების დროული გამოსწორება 
  • სამშენებლო ჯგუფების მოთხოვნილი მასალის აღრიცხვა კონკრეტული ელემენტის თუ ნიშნულის მითითებით, ასევე ნაშთების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა,
  • ArchiCAD-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, 

ანაზღაურება:  კვალიფიკაციის და შეთანხმების მიხედვით
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.