სილამაზის სალონი „ბიუთილაინი-24“ (“BeautyLine-24”) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ხაზინის ქუჩა N3.
მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- სატელეფონო და ელექტრონული კავშირის დამყარება მომხმარებლებთან;
- მომხმარებელთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- არსებული პროდუქციის ცოდნა;
- ხელმძღვანელი პირისგან მიღებული დავალებების დროულად შესრულება.
მოთხოვნები:
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სილამაზის სალონში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და მართვის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პირობები:
- სრული განაკვეთი.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ხაზინის ქუჩა N3
- კონკურენტული ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: pro-vision20@hotmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 591 85 36 36 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი (sales manager) თანამდებობა". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!