გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიუთი ლაინ-24
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
სილამაზის სალონი „ბიუთილაინი-24“  (“BeautyLine-24”) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ხაზინის ქუჩა N3.
 
მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • სატელეფონო და ელექტრონული კავშირის დამყარება მომხმარებლებთან;
  • მომხმარებელთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • არსებული პროდუქციის ცოდნა;
  • ხელმძღვანელი პირისგან მიღებული დავალებების დროულად შესრულება.
 
მოთხოვნები:
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სილამაზის სალონში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და მართვის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
 
პირობები:
  • სრული განაკვეთი.
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ხაზინის ქუჩა N3
  • კონკურენტული ანაზღაურება 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: pro-vision20@hotmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 591 85 36 36 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი (sales manager) თანამდებობა". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
გისურვებთ წარმატებას!