ოპერაციულ/კომერციული დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრია
მივლინება: არა
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
ჩვენ ვართ სააერათაშორისო სარეაბილიტაციო  კლინიკა სიმეტრია, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობს საქართველოში,. ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ  ხერხემლისა და  საყრდენ მამოძრავებელი  სისტემის პრობლემების მოგვარებას  ბიომექანოთერაპიისა და  სხვა ინოვაციურ მეთოდებს  ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით, მედიკამენტების და ოპერაციების გარეშე.

ამჯერად  “სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრიასთვის”  ვეძებთ ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრს ოპერაციულ/კომერციულ  დირექტორს.
გამოცდილება: 3-6 წელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მომსახურების სფეროში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • პერსონალის მართვის გამოცდილება;
  • დოკუმენტების ბრუნვის საფუძვლების ცოდნა;
  • სამედიცინო მომსახურების სტანდარტების ცოდნა ;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის გამოცდილება, გრაფიკების შედგენა;
  • პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგში და გაყიდვებში აუცილებელია;
  • სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმვის უნარებია;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარებია;
  • ლიდერული თვისებები;
  • უცხო ენების ( რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ცოდნა;
 
ძირითადი მოვალეობები
  • სამედიცინო ცენტრის მართვა, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, რეგულარული სწავლება, პერსონალის განვითარება, ყველა განყოფილების სამუშაოს ეფექტურობის ანალიზი, სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • კლინიკის განვითარება, „ზრდის წერტილების“ მოძიება, მომსახურების ახალი მიმართულებების განვითარება, მომსახურების პაკეტების შემუშავება, ფასების ფორმირება, თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო პარტნიორებთან;
  • გეგმების შესრულება განყოფილებებში, სამედიცინო სპეციალისტებთან, დამატებითი მომსახურების შესრულება და სხვა, ეფექტური ურთიერთობების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების მართვა, გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • პაციენტების მომსახურების ხარისხის ამაღლება;
  • ცენტრის კოლექტივის მართვა, მოტივაცია, კორპორატიული სტანდარტებისა და სამუშაოს მოთხოვნების დაცვა;
  • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საქმიანობის მართვა;
  • ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;

უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • სწრაფად ათვისების უნარი
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: ინდივიდუალური

კონტაქტი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com  გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ოპერაციულ/კომერციულ  დირექტორი.”

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები”სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრიას” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
“სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრია" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!